ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

რეალთან ისევ უგოლოდ - ჰოლანდის საშინელი სტატისტიკა

როგორც მადრიდში, ასევე მანჩესტერში „სიტიმ“ „რეალთან“ შეხვედრაში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ქალაქელების“ რიგებში შეუმჩნეველი იყო, მათი საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდია. ორი შეხვედრის ჯამში ნათამაშებ 179 წუთში ნორვეგიელს გარდა იმისა, რომ შედეგიანი მოქმედება არ ქონია, მხოლოდ 11 ზუსტი გადაცემა შეასრულა. ჰოლანდმა სამეფო კლუბის წინააღმდეგ შარშანაც ითამაშა და მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში „ბლანკოსი“ 5-1 ისე დაამარცხა, რომ 23 წლის ბომბარდირს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ არის და უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, აქედან ერთი 11-მეტრიანი დარტყმით. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შარშანდელ მიღწევას ის ვეღარ გაიმეორებს, რადგან მისი „სიტი“ გათამაშებას გამოეთიშა და თანაც ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპემ უკვე გაუსწრო. რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონატს, „ევერტონთან“ შესრულებული პოკერის შემდეგ ჰოლანდს „ჩელსის“ ფეხბურთელი კოულ პალმერი დაეწია და 20-20 გოლით ბომბარდირთა დავას ეს ორი მოთამაშე ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, მათ კი პენალტები უკეთ შეასრულეს
გუარდიოლა: მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, მათ კი პენალტები უკეთ შეასრულეს