პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, მათ კი პენალტები უკეთ შეასრულეს

პეპ გუარდიოლას სჯერა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ კარგად ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში „ქალაქელები“ მადრიდელებმა პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს. 120 წუთი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

„მე მერჩივნა მომეგო, მაგრამ ვულოცავ რეალს. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველა ასპექტში უკეთესები ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ - ეს არის ის, რაც არის.

ფეხბურთში მთავარი გოლებია და მეტოქემ ჩვენზე ცოტა უკეთესად შეასრულა დარტყმები. ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, ჩვენ კი არა. ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტეს.

ხან პენალტებში იმარჯვებ, ხან არა. ეს ფორტუნაა“,

- განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ „რალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ ითამაშებს, რაც ტურნირის რეკოდია. მათთან ყველაზე ახლოს „ბაიერნი“ (13) იმყოფება, რომელიც ნახევარფინალში სწორედ მათი მატოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ“ - ტუხელი არსენალის დამარცხების შემდეგ
“ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ“ - ტუხელი არსენალის დამარცხების შემდეგ