მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?“ - ანჩელოტი სიტის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. 120 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში „სამეფო კლუბმა“ გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი? კარგად დავიწყეთ, წინ წავედით და შემდეგ გადარჩენისთვის უნდა გვებრძოლა. ვიტანჯებოდით, „სიტი“ ყველაფერს აკონტროლებდა, რადგან ჩვენ ღრმად ვიცავდით თავს.

დღეს თავს მართლაც ძალიან კარგად ვიცავდით. ეს იყო თამაში გადარჩენაზე. მადრიდი არის კლუბი, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ყოველთვის იბრძვის სიტუაციებში, რომლებშიც გამოსავალი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს.

იმ მომენტში, როდესაც პენალტების სერია დადგა, ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიგებდით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლია „სიტი“ მანჩესტერში დაამარცხო.“

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ შეხვდნენ პლეი-ოფში. 2021/2022 წლებში ეს გუნდები ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ და ფინალში „სამეფო კლუბი“ გავიდა.

გასულ სეზონში ისევ ნახევარფინალურ სტადიაზე გადაეყარნენ ერთმანეთს და ფინალში ამჯერად „სიტი“ გავიდა. წელს კი კვლავ „რეალის“ ჯერი დადგა. ნახევარფინალში კარლო ანჩელოტის გუნდი მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა
120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა