მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

“ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ“ - ტუხელი არსენალის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ განმეორებით მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს იყო დიდებული მომენტი. პირველი ტაიმი ჭადრაკის თამაშს ჰგავდა. ელოდები ვინ დაუშვებს პირველ შეცდომას ან ვინ გააკეთებს პირველ სვლას. არავის სურდა ამის გაკეთება. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო. ჩვენ გამბედაობა ვაჩვენეთ და საბოლოოდ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ვამაყობ ჩემი გუნდის თამაშით. განსაკუთრებით ვამაყობ ლაიმერით, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მარტინ ოდეგორს არ მოშორდა. საბოლოო ჯამში, „არსენალი“ გუნდურად დავამარცხეთ. ვულოცავ ფეხბურთელებს.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ მხრიდან ერთადერთი გოლი იოზუა კიმიხმა გაიტანა. ნახევარფინალში „რეკორდმაისტერი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა. „ბაიერნისა“ და „რეალის“ შეხვედრა 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა
120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა