პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

რეალის და ანჩელოტის ახალი რეკორდები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტის“ დამარცხების შემდეგ მადრიდის „რეალმა“ კიდევ რამდენიმე მიღწევა გააუმჯობესა. სამეფო კლუბმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას მეექვსედ გამოთიშა და რამდენიმე წლის წინ თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ჯამში ევროპის პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის „ბლანკოსი” მეჩვიდმეტედ მოხვდა, რაც ასევე აქამდე არავის გაუკეთებია, ბოლო 11 სეზონის განმავლობაში კი ნახევარფინალს მეცხრედ ითამაშებს, რითაც კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით უსწრებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კარლო ანჩელოტის ფენომენალური მიღწევები - იტალიელი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ლიგის პლეი ოფში „რეალმა“ პეპ გუარდიოლას მომზადებული გუნდი მესამედ გამოთიშა და წინა ორ შემთხვევაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. ანჩელოტიმ პირველად გუარდიოლა 2014 წელს დაამარცხა, როდესაც პეპი „ბაიერნს“ ამზადებდა, მეორედ და მესამედ კი კატალონიელს უკვე მისი „სიტიში“ მუშაობისას აჯობა. აქვ გეტყვით, რომ კარლიტომ სამწვრთნელო კარიერაში კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეათედ გაიყვანა და აქამდე ერთპიროვნულ რეკორდსმენ გუარდიოლას (10) დაეწია.

ნახევარფინალში „რეალის“ მეტოქე ანჩელოტის ყოფილი კლუბი „ბაიერნი“ იქნება, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით 2016-2017 წლებში გამართული 60 მატჩიდან 42 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 9 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?“ - ანჩელოტი სიტის დამარცხების შემდეგ
“როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?“ - ანჩელოტი სიტის დამარცხების შემდეგ