ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

გაძევების დეტალები - ჩავიმ მთავარ და მეოთხე არბიტრს აგინა

ჩავიმ „ბარსელონა“ პსჟ-ს მატჩის არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ემოციური ქმედებისთვის 56-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ესპანურმა Movistar+-მა დღეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაარკვია.

წყაროს ცნობით, 44 წლის სპეციალისტმა არბიტრს „ბოზის შვილი“ უწოდა. შემდეგ ბანერს ფეხი დაარტყა და დააყოლა - „ნუ მაგიჟებთ! ბოზის შვილო!“

რუმინელმა არბიტრმა ყველაფერი დაინახა და მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. წყარო აღნიშნავს, რომ ჩავი მოედნიდან გასვლის დროსაც არ ჩერდებოდა და მსაჯის შეურაცხყოფას განაგრძობდა.

ბოლოს ერნანდესი მეოთხე არბიტრს მიუბრუნდა და მასაც აგინა - „ჰეი შენ! ნაბიჭვარო! შენი დედაც!“

მოსალოდნელია, რომ ჩავის მკაცრი სასჯელი ელის. ესპანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გააძევეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანმრთელობის პრობლემები - ხვიჩამ ნაპოლის ვარჯიში გამოტოვა
ჯანმრთელობის პრობლემები - ხვიჩამ ნაპოლის ვარჯიში გამოტოვა