დინამო თბილისი, კოლხეთი 1913
Aa
Aa

5-მატჩიანი მოუგებელი სერია | დინამო თბილისის ფრე კოლხეთი 1913-თან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, „დინამო თბილისი“ საკუთარ კედლებში „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს და მიმდინარე სეზონში მეორედ ვიხილეთ მატჩი, რომელიც გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

„დინამო თბილისი“ სათამაშო უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. მასპინძლებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დააკლდათ, სტუმრებს კი შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდათ. გოლთან ახლოს იყო თორნიკე ოქრიაშვილი, მაგრამ მისი ჯარიმა კარს მცირე მანძილით ასცდა და საბოლოოდ, ლოგიკური ფრე მივიღეთ.

„კოლხეთი 1913“-თან აღებული ქულის შემდეგ, „დინამო თბილისს“ უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ანდრეს კარასკოს გუნდი სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს და ლიდერ „იბერია 1919“-ს 10 ქულით ჩამორჩება. „დინამო თბილისი“ მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს გამართავს და „გაგრას“ დაუპირისპირდება.

„კოლხეთი 1913“-ს რაც შეეხება, დათო კვირკველიას ბიჭების ანგარიშზე 9 ქულაა და ისინი სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე არიან. „კოლხეთი 1913“-ის მომდევნო მეტოქე „დილაა“, რომელსაც 16 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე