გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გუნდის საყრდენად იქცა“ - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ვალენსიაში

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მშრალად შენახული კარის რაოდენობით გუნდის ყოფილ გოლკიპერს ნეტოს აჯობა და ნელ-ნელა კლუბის ისტორიაშიც შედის.

რა წერია ვალენსიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში:

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მშრალად შენახული კარის რაოდენობით ნეტო მურარას აჯობა. ეს მონაცემები ვალენსიელთა მეკარეს ისტორიაში თავის ადგილს უმკვიდრებს.

გიორგი მამარდაშვილი თავისმა შესანიშნავმა თამაშმა რუბენ ბარახას გუნდის საყრდენ ნაწილად აქცია. ამის დასტურია ის რეკორდები, რომელიც თბილისელმა მეკარემ „ვალენსიაში“, მთელი სეზონის განმავლობაში მოხსნა.

მამარდაშვილი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 68 შეხვედრა ჩაატარა, წელს კი მოხსნა საკუთარი რეკორდი და სეზონში კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა. ამავდროულად, ის მარტის თვეში საუკეთესო 23-წლამდე მოთამაშის პრიზზე იყო ნომინირებული.

მან უკვე მოხსნა იგნასიო ეიზაგირეს, ხოსე ლუის მანსანედოს, პეპ ბალაგუერისა და ნეტო მურარას რეკორდები, რომელიც სეზონში კარის 10-ჯერ მშრალად შენახვას გულისხმობს. ამ დროისთვის, მას 11 მატჩში არ გაუშვია გოლი და ამით ხოსე მანუელ პესუდოს გაუთანაბრდა. ახლა მამარდაშვილი შემდეგი გამოწვევების დაძლევას ეცდება - დიეგო ალვეშის რეკორდის მიღწევა, რომელმაც ერთ სეზონში 13 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა; აბელარდო გონსალესი (16 მშრალი მატჩი); ხოსე მანუელ ოჩოტორე (19 მშრალი მატჩი) და ლეგენდარული სანტიაგო კანისარესი, რომელმაც 2003-04 წლების ისტორიულ კამპანიაში 20-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

გიორგი მამარდაშვილის წარმატებულმა სეზონმა უკვე იმოქმედა გავლენა მის სატრანსფერო ღირებულებაზე. ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის ვერსიით, ქართველი მეკარის ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ამით, ის ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე