პეპ გუარდიოლა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი: “ეს გარდაუვალი იყო.. ვიცოდით, რომ ფრე დასრულდებოდა“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალმა“ „სიტის“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდოლამ კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მაგრამ „რეალის“ წინააღმდეგ ყოველთვის რთულია. ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს და მათი შეტევაში გადასვლის ტემპი დაუჯერებელია. ასე რომ, ყოველთვის  გიწევს რაიმე დათმობაზე წასვლა. ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. პირველ ტაიმში ბურთთან ერთად ცოტას ვნერვიულობდით. ბევრი ბურთი დავკარგეთ. ზოგადად ასე არ ვთამაშობთ.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და ყველამ ნახა როგორ ვითამაშეთ. მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესები გავხდით და ორი ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ. ამ სტადიონზე ეს მარადისობაა.. ვიცოდით, რომ ფრე დასრულდებოდა. ახლა მანჩესტერში უბრალოდ უნდა მოვიგოთ, რომ ნახევარფინალში გავიდეთ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ განმეორებითი მატჩი 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “პსჟ ფავორიტია, მათ დემბელე ჰყავთ“
ჩავი: “პსჟ ფავორიტია, მათ დემბელე ჰყავთ“