მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“პირველ გოლს არავინ ელოდა“ - ანჩელოტი სიტისთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალმა“ „სიტის“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ეს იყო კარგად დაბალანსებული თამაში. ორივე გუნდი საკუთარი ლიმიტამდე ასპარეზობდა. ეს იყო მძიმე ბრძოლა. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და რიგ ეპიზოდებში ვდომინირებდით. ვეცადეთ, რომ შექმნილი მომენტები გამოგვეყენებინა. სწრაფი და გარდამავალი ფეხბურთის თამაში გვინდოდა.

„სიტიმ“ ნაადრევად გაიტანა გოლი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამას არავინ მოელოდა, მაგრმ ჩვენ ძალიან კარგი რეაგირება გვქონდა. 60 წუთი შესანიშნავად ვთამაშობდით, თუმცა „სიტიმ“ კვლავ ორი შეუჩერებელი გოლი გაიტანა. ჩვენი მეორე გოლი კი შესანიშნავი იყო. ვინი და როდრიგო დიდებული ფეხბურთელები არიან.

აშკარად გვინდოდა, რომ საპასუხო მატჩამდე მცირე უპირატესობა გვქონოდა, მაგრამ ვფიქრობ დღეს ამ შედეგით უნდა დავკმაყოფილდეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და თუ ამას შემდეგ კვირაში ისევ გავაკეთებთ, ვფიქრობ ნახევარფინალში გასვლას შევძლებთ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ განმეორებითი მატჩი 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები