გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 18 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე სერიაში დაწინაურდა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა და შინ თურქულ „ტოფაშს“ 83:77 მოუგო.

შერმადინი შეხვედრაში თადარიგიდან ჩაერთო და გამარჯვებაში თავისი სოლიდური წვლილიც შეიტანა.

შეხვედრის გამორჩეული დუეტი მარსელინიო უერტასი და გიორგი შერმადინი იყო. ბრაზილიელმა 30 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი 22:21 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 10 საჯარიმოდან ყველა ზუსტად ისროლა.

ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირება 3 შეხვედრისგან შედგება. ეს პირველი იყო. თუ, „ტენერიფე“ მეორე შეხვედრასაც მოიგებს, ოთხთა ფინალში გასვლას შეძლებს. სერიის მეორე დაპირისპირება 10 აპრილს ბურსაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის მაგარი მატჩი და დაწერილი ისტორია | ლეიკერსმა ტორონტოს მოუგო
ლებრონის მაგარი მატჩი და დაწერილი ისტორია | ლეიკერსმა ტორონტოს მოუგო