ილია თოფურია, დენ იგე, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამისთვის მზად ვარ“ | დენ იგემ ვოლკანოვსკი გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ იგემ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მიმართა. იგემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლაზე თანხმობა განაცხადა.

„ალექს, თუ გასახურებელი ბრძოლა მოგინდება, გამოწვევას სიხარულით მივიღებ“, - დაწერა იგემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც მოგეხსენებათ, „ვოლკის“ ბოლო მეტოქე ილია თოფურია იყო და „ელ მატადორმა“ მას საჩემპიონო ქამარი მეორე რაუნდში მოპოვებული ნოკაუტით წაართვა. ალექსს მატჩ-რევანშის გამართვა სურს, მაგრამ ექსპერტები ურჩევენ, ილიასთან ჩხუბი არ იჩქაროს და კარგად მოემზადოს. იგემ გასახურებელი ბრძოლა სწორედ ამიტომ შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა.„ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა