ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

Il Mattino: კალცონა ნაპოლიში დარჩება, მაგრამ არა როგორც მწვრთნელი

როგორც მოგეხსენებათ, ფრანჩესკო კალცონას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

გამოცემა Il Mattino იუწყება, რომ კალცონა „პარტენოპეიში“ დარჩება, თუმცა არა როგორც მწვრთნელი, არამედ გუნდის სტაფის წევრი.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი მისი მუშაობით უკმაყოფილოა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ახალი მწვრთნელის ძებნას დაიწყებს.

რაც შეეხება ფრანჩესკოს როლს, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მას ხელშეკრულება უკვე შესთავაზა და ახლა თავად კალცონას გადასაწყვეტია დარჩება, თუ არა გუნდში, როგორც სტაფის წევრი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლიში“ მიმდინარე წელს ვალტერ მაცარის ნაცვლად დაინიშნა. ფრანჩესკო სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს ყველა ტურნირზე ერთად 8-ჯერ გაუძღვა, სიდანაც 2 მატჩი მოიგო, 4 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგაში მხოლოდ 3 მეკარე უსწრებს - მამარდამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა
ლა ლიგაში მხოლოდ 3 მეკარე უსწრებს - მამარდამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა