ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ტრაბზონს ზივზივაძის გადაბირება სურს - ბუდუსთვის პრიორიტეტი ბუნდესლიგაა

თურქული მედიის ინფორმაციით, „ტრაბზონი’’ ბუდუ ზივზივაძის დამატებას გეგმავს. ზივზივაძეზე დასაკვირვებლად საქართველო-საბერძნეთის მატჩს „ტრაბზონის’’ სკაუტი დაესწრო, ამ თამაშის შემდეგ თურქულმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ ზაფხულში „კარლსრუეს’’ ქართველი თავდამსხმელით გაძლიერდეს.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის კარიერის თურქეთში გაგრძელება პრიორიტეტი არაა, მეორე ბუნდესლიგაში შედეგიანი თამაშიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ბუნდესლიგიდან წინადადებებს მიიღებს. ბუდუ მიზნად უფრო მაღალ დონეზე, კერძოდ კი ბუნდესლიგაში თამაშს ისახავს.

გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობა შთამბეჭდავია, მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო, რასაც ლუქსემბურგთან დუბლი მოჰყვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს „კარლსრუესთან'' კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები