ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რომან შარონოვი
Aa
Aa

„საქართველოს პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება“ - ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი

ყაზანის „რუბინისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა შეუძლია.

რას ამბობს შარონოვი:

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ დიდი პრობლემა მოაგვარეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. მთელი ქვეყანა ბედნიერია. ვულოცავ ბიჭებს, მათი წარმატება გულწრფელად მიხარია. აღნიშვნის ღირსია ყველა მოთამაშისა და თითოეული ადამიანის ღვაწლი, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა. ეს შედეგი წვრილმანებისგანაც არის აგებული, რაც მთელი სამწვრთნელო შტაბის დიდი სამუშაოს შედეგია.

ხვიჩამ უკვე გამოიჩინა თავი „ნაპოლიში“ უმაღლეს დონეზე თამაშით და ყველამ იცის, რაც შეუძლია. ევროპის ჩემპიონატი კი როგორც მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის დიდი ტურნირი იქნება და ყველას ღირსეული შედეგის ჩვენება ენდომება. ვფიქრობ, მათ პლეი-ოფში მოხვედრის შანსიც ექნებათ.

რომან შარონოვი ყაზანის „რუბინში“ ყოფნის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა ზურიკო დავითაშვილის და ბექა მიქელთაძის მწვრთნელიც იყო, თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს დიდ სათამაშო დროს არ აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი პენალტის შემდეგ მივხვდი, რომ მოვიგებდით“ - თემურ ქეცბაია
„პირველი პენალტის შემდეგ მივხვდი, რომ მოვიგებდით“ - თემურ ქეცბაია