საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატი 2024
Aa
Aa

რა თანხას მიიღებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი 371 მილიონი ევროა, საქართველო კი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის გამო 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნული თანხა ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილისთვისაა განკუთვნილი. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩის მოგებით კონკრეტული ნაკრები 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, ორივე ნაკრები 750 000 ევროს მიიღებს.

1/8-ფინალში გასვლისთვის ნაკრებები 2 მილიონ ევროს მიიღებენ, 1.4-ფინალში გასვლისთვის - 3,25 მილიონ ევროს, ნახევარფინალში გასვლისთვის - 7 მილიონ ევროს, ფინალში გასვლისთვის - 7 მილიონ ევროს. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის 10 მილიონია განკუთვნილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევრო 2024 გერმანიაში 14-დან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსულ რულეტში არ გაგვიმართლა“ | რას წერს ბერძნული პრესა საქართველოსთან მარცხზე
„რუსულ რულეტში არ გაგვიმართლა“ | რას წერს ბერძნული პრესა საქართველოსთან მარცხზე