ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება - როგორია ხვიჩას ტრავმის სიმძიმე

საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიულ მატჩში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელია მეორე დამატებითი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვილი სანიოლმა ტრავმის გამო შეცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევს კუნთი დაეჭიმა, რის გამოც პენალტების სერიაში ჩვენი გუნდის დახმარება ვერ შეძლო.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარას დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. იწერება, რომ შესაძლოა კვარამ სერია A-ს უახლოესი ტური გამოტოვოს, რომელშიც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ უნდა დაუპირისპირდეს.

გუშინ, საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ „კრისტალსპორტმა“ ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, თუმცა, 23 წლის ფეხბურთელმა გვიპასუხა, რომ სერიოზული არაფერია და მოედანს მალე დაუბრუნდება.

რა თქვა ხვიჩამ:

დაზიანება როგორია? არაფერი სერიოზული. უბრალოდ კუნთი გამეჭიმა და ეს ხდება ხოლმე, როცა ბევრს თამაშობ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა დ ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსულ რულეტში არ გაგვიმართლა“ | რას წერს ბერძნული პრესა საქართველოსთან მარცხზე
„რუსულ რულეტში არ გაგვიმართლა“ | რას წერს ბერძნული პრესა საქართველოსთან მარცხზე