საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ისტორია ბერძნების საწინააღმდეგოდაა - რა უნდა ვიცოდეთ მარჩინიაკის შესახებ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს გამოცდილი პოლონელი სპეციალისტი, სიმონ მარჩინიაკი გაუძღვება.

კრისტალსპორტსმა პოლონელი არბიტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძია. გავარკვიეთ, რომ მარჩინიაკს აქამდე საბერძნეთის ნაკრების სამ მატჩში უმსაჯია, მათ შორის ერთ-ერთი კი 2021 წელს, საქართველოსთან მატჩიც იყო.

საგულისხმოა, რომ სიმონ მარჩინიაკის  მსაჯობის პერიოდში, ჩვენმა მეტოქემ ვერცერთი თამაში ვერ მოიგო. პირველად, პოლონელმა რეფერიმ საბერძნეთის თამაშზე 2017 წლის 3 სექტემბერს იმუშავა. მაშინ ბერძნები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ბელგიას შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.

2021 წლის 31 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარჩინიაკი საბერძნეთისა და საქართველოს მატჩს გაუძღვა და ეს შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ მატჩში ჩვენი გუნდი კაკაბაძის ავტოგოლით მარცხდებოდა, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა მარცხისგან გვიხსნა.

ბოლოს კი პოლონელმა საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩზე იმსაჯა. ეს შეხვედრა 2021 წლის 11 ნოემბერს გაიმართა და საბერძნეთი მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. მარჩინიაკმა 26-ე წუთზე ბერძნების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად სარაბიამ შეასრულა.

სიმონ მარჩინიაკმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 მატჩში იმუშავა. მის ანგარიშზე 47 ყვითელი ბარათი, არცერთი წითელი და 4 დანიშნული პენალტია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე კი 12 შეხვედრას გაუძღვა, რომელშიც 50 ყვითელი და 2 წითელი აჩვენა, ოთხჯერ კი პენალტი დანიშნა.

პოლონელი არბიტრის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2022 წლის მუნდიალის ფინალი იყო, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შ შეხვდნენ. იმ შეხვედრაში არგენტინელებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი