საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ალექსანდრე ჩივაძე
Aa
Aa

ალექსანდრე ჩივაძე: „30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ოქროს თაობის თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ რუსულ სააგენტო Livesport.ru-სთან საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე ისაუბრა.

ალექსანდრე ჩივაძე:

საბერძნეთთან მატჩს შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლებში ორჯერ გავიდა მესამე ადგილზე და მიზანს ერთი ნაბიჯი გვაშორებდა.

გვქონდა კიდევ ერთი შანსი პანდემიის დროს, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან, როდესაც ერთადერთი გოლი გორან პანდევმა გაიტანა. მაშინ პანდემიის გამო გულშემატკივარი თამაშს ვერ დაესწრო და კარგად იცით, რასაც ნიშნავს ჩვენთვის გულშემატკივარი. იმ თამაშში კოვიდის გამო ხვიჩაც არ იყო.

საბერძნეთთან კვარაცხელია დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება და ვფიქრობ, რომ მარცხენა ფლანგზე უნდა დააყენოს, რადგან იქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ცენტრში კი არიან ბიჭები, რომლებსაც თავისი საქმის კარგად შესრულება შეუძლიათ.

გამარჯვებული შემადგენლობა არ იცვლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძე პირველივე წუთებიდან არ ითამაშებს. თავისი სიტყვა უნდა თქვას გიორგი მიქაუტაძემაც. მგონია, რომ შემადგენლობა დაბალანსებულია. შემოდგომაზე, ესპანეთთან და შოტლანდიასთან წარუმატებლობის დაძლევა მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და საბერძნეთს შორის „დინამო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი