მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„შემდეგი მერაბია! ეს ბრძოლა მომწონს“ - ომალი მომდევნო ჩხუბზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ საკუთარი იუთუბ-არხის ეთერში მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლა ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ ექნება.

რას ამბობს ომალი:

მერაბი შემდეგია, შემდეგი... მისი სურვილი ასრულდება. ბევრი ამბობს, რომ მას გავურბივარ, მაგრამ ასე არ არის... ეს ბრძოლა მომწონს და მის დასამარცხებლად რამდენიმე ვარიანტი მექნება. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას. აქამდე მასთან ბრძოლის იდეა არ მომწონდა, მაგრამ ახლა შესაფერისი დროა. ჩიტოსთანაც ასე იყო - მასთან ბრძოლისთვის შესაფერისი დრო იყო. მერაბ, ფრთხილად იყავი!

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ შანსს მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ MMA-ში მერაბის რეკორდი 17 მოგება და 3 მარცხია. ქართველ მებრძოლს UFC-ში ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული რეიტინგი თბილისის გრანდ სლემის შემდეგ - ლიდერი ორი ქართველია
განახლებული რეიტინგი თბილისის გრანდ სლემის შემდეგ - ლიდერი ორი ქართველია