კახა ჩხეტიანი
Aa
Aa

„26 მარტი ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა“ - კახა ჩხეტიანი

ცნობილი ქართველი სპეციალისტი და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი სოციალურ ქსელში 26 მარტის თამაშებზე წერს და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ გუნდებს წარმატებას უსურვებს.

რას წერს კახა ჩხეტიანი:

ხვალინდელი დღე, 26 მარტი არის ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველოს ეროვნული ნაკრები ეთამაშება საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, U19 იმყოფება იტალიაში და გადამწყვეტი თამაში აქვს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ და U17 ეთამაშება ქუთაისში დანიის ნაკრებს და გამარჯვების შემთხვევაში გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე.

ჩემო ქუთაისელებო, ვინც იმყოფებით ქუთაისში და გიყვართ ფეხბურთი, ერთად მივიდეთ რამაზ შენგელიას სტადიონზე ხვალ 17:00 საათზე და მხარი დავუჭიროთ U17 ნაკრებს ამ მნიშვნელოვან თამაშზე. ყველას დავანახოთ თუ როგორ გვიყვარს ქუთაისში ფეხბურთი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. ვუსურვებ წარმატებებს ყველა ნაკრებს! ხვალ უნდა იყოს დღე, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს და გააბედნიერებს!

შეგახსენებთ, რომ როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებები გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები