გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

განახლებული რეიტინგი თბილისის გრანდ სლემის შემდეგ - ლიდერი ორი ქართველია

თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მამაკაცებს შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან, ორში ლიდერობას ქართველი ინარჩუნებს. ჯამში კი საქართველოს დედაქალაქში გამართული შეჯიბრების ყველა პრიზიორმა რეიტინგში საკმაოდ სერიოზული პროგრესი განიცადა.

ლიდერები 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესაბამისად, ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე არიან. მიუხედავად იმისა, რომ მაისურაძე დოპინგზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიცირებულია და ოქტომბრამდე ვერ იასპარეზებს, პირველ ადგილს ჯერჯერობით არ თმობს. ამ წონაში თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ ლაშა ბექაურმა 5995 ქულა დააგროვა და თანამემამულეს 221 ქულით ჩამორჩება. პირველ ადგილზეა თავის წონაში ილია სულამანიძეც, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში გამართული შეჯიბრება გამოტოვა. მას მეორეადგილოსან აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან საკმაოდ სერიოზული უპირატესობა აქვს.

81 კილოგრამ წონითი კატეგორიის პირველ-მეორეადგილოსან ბელგიელ მატიას კასესა და ქართველ ტატო გრიგალაშვილს შორის სტატუს-ქვო შენარჩუნებულია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეექვსე პოზიციაზეა გიორგი სარდალაშვილი, 66-ში კი ვაჟა მარგველაშვილი მერვეა.

რაც შეეხება იმ ძიუდოისტებს, რომლებმაც თბილისის გრანდ სლემზე გაიმარჯვეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ორი ადგილით წინ აინაცვლა და მეხუთეზე გადავიდა. ბექაურზე უკვე მოგახსენეთ რომ მეორეა, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილმა ოთხი საფეხურით აიწია და მეხუთე ადგილს იკავებს. პროგრესი აქვს მცირე, მაგრამ მაინც ეთერ ლიპარტელიანს და თუ გრანდ სლემამდე მეცხრე იყო, ამ ტურნირის მოგების შემდეგ მერვეზე გადავიდა.

თბილისში გამართული შეჯიბრება ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, საბა ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონი! - თბილისის გრანდ სლემი თუშიშვილის ტრიუმფით დაიხურა
ბრწყინვალე იპონი! - თბილისის გრანდ სლემი თუშიშვილის ტრიუმფით დაიხურა