გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჰამბურგში ჩაკვეტაძე გაიხსენეს - დაბრუნდება ქართველი გერმანიაში?

გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს მისი ყოფილი კლუბის, „ჰამბურგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა. სტატიაში წერია, რომ 24 წლის ნახევარმცველი და მისი თანაგუნდელები სამშაბათს შესაძლოა ეროვნული გმირები გახდნენ და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში საბერძნეთს დაამარცხებს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

 კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები G ჯგუფში პორტუგალიელებთან, თურქებთან და ჩეხებთან მოხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თამაშის ჩატარება „ჰამბურგის“ საშინაო არენა „ფოლკსპარკზე“ მოუწევთ.

 ჩაკვეტაძე ჩრდილო გერმანულმა კლუბმა 2022 წლის იანვარში „გენტიდან“ იჯარის წესით დაიმატა და ათ შეხვედრაში მან მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა, რის გამოც მისი გამოსყიდვა „ჰამბურგის“ შეფებმა აღარ მოინდომეს.  ბოლო პერიოდში კი გიორგი სათანადო ფორმაში შევიდა და როგორც „უოტფორდის“, ასევე საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუქსემბურგთან ძალიან კარგი იყო“ | ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეზე დაწერა
„ლუქსემბურგთან ძალიან კარგი იყო“ | ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეზე დაწერა