ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

იპონი 32 წამში - შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

თბილისის გრანდ სლემზე დღეს 73 კგ. კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა (კარიერაში მეხუთედ).

ოქროს მედლისთვის შავდათუაშვილის მეტოქე 24 წლის რუსი გალსტიანი იყო, რომელსაც ლაშამ 32 წამში ეფექტური იპონით, მარტივად და დამაჯერებლად მოუგო.

შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ კანგს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულს ვაზარით მოუგო და ფინალში ასე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში პირველად, თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ო’მალიმ თოფურია კიდევ ერთხელ ახსენა - რას სთავაზობს ქართველს ამერიკელი
ო’მალიმ თოფურია კიდევ ერთხელ ახსენა - რას სთავაზობს ქართველს ამერიკელი