ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა
Aa
Aa

დი მარიამ მარადონას გაუსწრო

არგენტინის ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სალვადორის ეროვნული გუნდი 3-0 დაამარცხა და ეს მატჩი ანხელ დი მარიას არასოდეს დაავიწყდება. გარდა იმისა, რომ ლიონელ მესის არყოფნაში ის კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა, დიეგო მარადონას მიღწევაც გააუმჯობესა.

 მე-16 წუთზე კრისტიან რომერომ ანგარიში სწორედ დი მარიას პასით გახსნა, რომლისთვისაც ეს ალბისელესტეს რიგებში 27-ე საგოლე გადაცემა აღმოჩნდა და აქამდე მეორე ადგილზე მყოფ მარადონას (26 პასი) გაუსწრო. ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი მესია, რომელმაც ნაკრებში თანაგუნდელებს ასისტენტობა 54-ჯერ გაუწია. სალვადორელების კარში კიდევ ორი ბურთი 42-ე და 52-ე წუთებზე, ენცო ფერნანდესმა და ჯოვანი ლო სელსომ გაიტანეს.

 დი მარიას დებიუტი არგენტინის ეროვნულ გუნდში 2008 წლის სექტემბერში შედგა და მას შემდეგ გამართულ 136 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტიტულებს, ალბისელესტეს შემადგენლობაში „ბენფიკას“ 36 წლის ნახევარმცველმა 2021 წელს კოპა ამერიკა, 2022 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინას ვერ დაეხმარება - მესი ტრავმირებულია
არგენტინას ვერ დაეხმარება - მესი ტრავმირებულია