18-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა | 21-წლამდე ნაკრებმა თურქეთთან წააგო
Aa
Aa

18-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა | 21-წლამდე ნაკრებმა თურქეთთან წააგო

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ დამარცხდა - 0:4.

მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა. გილერმე პეიშოტუს გადაცემით ჟილ მარტინსმა ისარგებლა და პორტუგალია დააწინაურა. პირველ ტიამში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა 3 ბურთი გაიტანეს.

51-ე წუთზე, ჟილ მარტინსის გადაცემით ჟოაუ ტეიშეირამ ისარგებლა. მე-80 წუთზე, თავი ნუნო პატრისიომ გამოიჩინა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში გონსალო მორეირამ დააფიქსირა, რომელმაც საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე აიღო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა კალენდარული სეზონი ამხანაგური მატჩით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდი თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა - 1:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. ყაშინ იოზქანის გადაცემა სემიჰ კილიჩსოიმ ისარგებლა და ლუკა ხარატიშვილის კარი აიღო. 55-ე წუთზე, თურქების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბურთულ ილდიმირმა გამოიყენა.

58-ე წუთზე, გიორგი აბუაშვილმა ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანა. 83-ე წუთზე, ხარატიშვილის კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკამ მოიგერია და თავისი გუნდი თამაშში დატოვა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა - 2:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Whoscored-ის სეზონის გუნდში | კვარას სტატისტიკა 2023/24 წლების სერია A-ში
Whoscored-ის სეზონის გუნდში | კვარას სტატისტიკა 2023/24 წლების სერია A-ში