ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურიამ დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა და ნაკრები გაამხნევა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ხვდება. მატჩის დაწყებამდე, „დინამო არენაზე“ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოჩნდა და გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

„ელ მატადორმა" ქომაგებს მიმართა და მათ ნაკრების გამხნევებისკენ მოუწოდა. თოფურიას „ჯვაროსნების" 1-ნომრიანი მაისური გადასცეს და მან, ლევან კობიაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოში მეშვიდეა | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა
მსოფლიოში მეშვიდეა | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა