საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

22-24 მარტს თბილისში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს.

ცოტა ხნის წინ, ტურნირის ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

ვაჟები:

-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი საწყის მატჩში ყაზახ დაურენ სიუნეკოვს შეხვდება. ირაკლი კუპატაძე ბერძენ ხრისტოს პინტცისს დაუპირისპირდება. თომა გელაშვილი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან გამოცდის ძალებს, ლუკა მოდებაძე კი კოლუმბიელ ჯუან როხასს შეერკინება.

-66 კგ. - გიგი ოთიაშვილის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი რუსლან პაშაიევი იქნება. თორნიკე მაზიაშვილი კუბელ ორლანდო პოლანკოს დაუპირისპირდება. ვაჟა მარგველაშვილი კოლუმბიელ ხუან ერნანდესს შეხვდება, თენგო ზირაქაშვილს კი ესპანელი კარლოს სოტილო გომესი ერგო.

-73 კგ. - საბა ხალიშვილი ჩრდილოეთ კორეელ ჩოლ გვან კიმს დაუპირისპირდება. ლუკა კაპანაძის მეტოქე სამხრეთ კორეელი ჯეიონგ ანი იქნება. გიორგი ჩიხელიძე კვიპროსელ კიპრიანოს ანდრეუს შეხვდება, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე კი გერმანელ იგორ ვანდტკესა და მექსიკელ ულისეს მენდესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-81 კგ. - ზაურ დავლაშვილის პირველი მეტოქე მონღოლი ბოლორ-ოჩირ გერელტუია იქნება. ვლადიმერ ახალკაცი გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება. კოტე კაპანაძე ამერიკელ კელ ბერლინერს შეერკინება, დიმიტრი გოგლიჩის მეტოქე კი შრი ლანკელი რაჯითა ნუვარაპაკშა იქნება.

-90 კგ. - ლაშა ბექაური პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ვუგარ თაბილოვსა და სლოვაკ ალექს ბარტოს შორის დაუპირისპირდება. აკაკი ჯაფარიძე ისრაელის წარმომადგენელ გუი გურევიტჩს შეხვდება. ლუკა ბაბუციძის მეტოქე კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იქნება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი უკრაინელ იაროსლავ დავიდჩუკს შეერკინება.

-100 კგ. - მიხეილ ჯაფარიძე კანადელ კაილ რეიესთან შეხვედრით დაიწყებს ასპარეზობას. იმედა გოგოლაძე გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს შეერკინება. გერმანელი ლუის მაი იქნება ონისე სანებლიძის პირველი მეტოქე, სოსო ებილაშვილი კი შვეიცარიელ დანიელ ეიხს დაუპირისპირდება.

+100 კგ. - უჩა ტაბატაძეს პირველ მეტოქედ კვიპროსელი გიანის ანტონიუ ერგო. საბა ინანეიშვილი მონღოლ ცეცენცენგელ ოდხუს შეხვდება. გურამ თუშიშვილის მეტოქე გერმანელი ერიკ აბრამოვი იქნება, ირაკლი დემეტრაშვილი კი უზბეკ შოხრუხხონ ბახთიიოროვს დაუპირისპირდება.

გოგონები:

-48 კგ. - თამარ გიგოლაევი ჩინელ ჟონგინგ გუოს დაუპირისპირდება. ჯულიეტა როდონაია ბრაზილიელ ნატაშა ფერეირასთან დაწყვილდა.

-52 კგ. - თამარ სუხიაშვილი ნიდერლანდელ ნაომი ვან კრეველთან დაიწყებს ასპარეზობას. მარიამ ფოცხვერაშვილი სამხრეთ კორეელ სეიუნ ჯანგს დაუპირისპირდება. ელენე წიკლაური გერმანელ მაშჩა ბალჰაუსს შეხვდება.

-57 კგ. - ნინო ლოლაძის მეტოქე აზერბაიჯანელი ასელია ტორპაკი იქნება. ეთერ ლიპარტელიანი რუს ნატალია ელკინასა და გერმანელ სეია ბალჰაუსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გვანცა მჭედლიშვილი რუს ირინა ზუევას შეხვდება.

-63 კგ. - ნინო წიკლაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნიგარა შანინს შეხვდება. რეჯინა უტნელიშვილის მეტოქე სერბი ანია ობრადოვიჩი იქნება.

-70 კგ. - ნინო გულბანი სლოვენიელი ანკა პოგაჩნიკის ბარიერით დაიწყებს. ლიზი კვარცხავას მეტოქე ამერიკელი მელისა მაიერსი იქნება. მარიამ ჭანტურიას ნიდერლანდელი ჰილდე იაგერი ერგო.

-78 კგ. - ეკა ზამთარაშვილი პირველ წრეში რუს ლიუბოვ ორლოვას დაუპირისპირდება.

+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი ყაზახ კამილა ბერლიკაშით დაიწყებს ასპარეზობას.

ცნობისთვის, მასპინძლის სტატუსის გამო, საქართველოს დელეგაციას როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში 4-4 ძიუდოისტის გამოყვანის უფლება აქვს და როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდის მწვრთნელებს ვაჟებში ეს კვოტა მაქსიმალურად აქვთ ათვისებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა