ილია თოფურია, კახა კალაძე
Aa
Aa

„საამაყო ადამიანი ხარ“ - კახა კალაძემ ილია თოფურიას უმასპინძლა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს ილია თოფურიას, ამჯერად თბილისის მერმა კახა კალაძემ უმასპინძლა.

ილია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა და მას შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

„გულწრფელად მინდა, მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა, იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო. დღეს, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას".

- თქვა კახა კალაძემ თოფურიას მასპინძლობისას.

ილია თოფურიამ თბილისის მერს მასპინძლობისთვის და მეგობრულად დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ჩემ მიმართ გულშემატკივრობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რაც საქართველოში ამ დღეებში ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს დინამო არენაზე მაყურებლის წინაშე წარვდგები“.

აქვე გეტყვით, რომ ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამართან ერთად მატჩის დაწყებამდე 20:45 საათზე წარდგება. „ელ მატადორს" დღეს ღირსების ორდენს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიას გამო ესპანელი ბიჭები იჩაგრებიან“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
„თოფურიას გამო ესპანელი ბიჭები იჩაგრებიან“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი