ძალისმიერი სამჭიდი, თემურ სამხარაძე
Aa
Aa

17 რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე - სამხარაძის საოცარი შედეგი

თემურ სამხარაძემ ხორვატიაში მიმდინარე კლასიკური ძალისმიერი სამჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა. ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 1063,5 კილოგრამი დააფიქსირა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 

გარდა ჩემპიონობისა, სამხარაძემ მცირე ოქროს მედლები ცალკეულ მოძრაობებშიც დაიმსახურა და ევროპისა და მსოფლიოს 17 რეკორდი დაამყარა, რითაც  შარშანდელი თავისივე მიღწევები გააუმჯობესა. ის კონტინენტის ჩემპიონატის ისტორიაში პირველია, რომელმაც ერთ ტურნირზე ამდენი რეკორდის დამყარება შეძლო.

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი სოფიკო კვანჭიანი ასპარეზობდა, რომელმაც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოცდაორ მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა - წოლჭიმის დისციპლინაში კვანჭიანმა 427,5 კილოგრამი დაძლია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები