ბარსელონა, რობერტო მარტინესი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

ტესტი უარყოფითია - კანსელუს გულის პრობლემები არ აქვს

ჟოაუ კანსელუმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩი გამოტოვა. სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ მას ტრავმა აქვს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. პორტუგალიელმა უკანახაზელმა მატჩი სიფრთხილის გამო გამოტოვა. იყო ვარაუდი, რომ მას გულის დაავადება ჰქონდა.

ამ მომენტისთვის, ბარსას ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება. მის მდგომარეობაზე კი რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

მარტინესი:

„ხმაური საჭირო არ არის. მისი მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ განსაკუთრებული სიფხიზლე იყოს საჭირო. კანსელუ მეორე მატჩის განაცხადშია. „ბარსელონასთან“ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ჟოაუსაც საჭირო დონეზე ვაქცევთ ყურადღებას.“

მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციის შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გულშემატკივრები დაამშვიდა.

რას წერს რომანო?

„კარგი ამბავია. კანსელუს შეუძლია რეგულარულად დაუბრუნდეს საფეხბურთო საქმიანობას. მის ნათესავს გულის პრობლემების დიაგნოზი დაუსვეს და ბარსას სამედიცინო პერსონალმა ტესტები ჩაუტარა, რათა გამორიცხულიყო მემკვიდრეობითი დაავადება. ახლა ყველაფერი კარგადაა. ჟოაუ ბოლო მატჩის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდება.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 21 მარტს შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს სლოვენიას ესტუმრება.

რაც შეეხება კანსელუს, ის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე ცნობილია, რომ პორტუგალიელ უკანახაზელს „ბარსელონაში“ სურს დარჩენა. შეგახსენებთ, რომ ჟოაუ 1-წლიანი იჯარის წესით „მანჩესტერ სიტიდან“ არის განათხოვრებული, სადაც პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და „ბლაუგრანაში“ გადასვლამდე „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუქსემბურგის ნაკრების ექს-მოთამაშე: „გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა“
ლუქსემბურგის ნაკრების ექს-მოთამაშე: „გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა“