საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გრანდ სლემი, ანტალიის გრანდ სლემი
Aa
Aa

ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

29-31 მარტს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 ძიუდოისტით იასპარეზებს, აქედან 9 ვაჟი, 2 კი გოგონა იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები:

  • -66 კგ. - თენგო ზირაქაშვილი
  • -73 კგ. - ლუკა კაპატანაძე, საბა ხალიშვილი
  • -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოგლიჩიძე
  • -90 კგ. - ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე
  • -100 კგ. - იმედა გოგოლაძე
  • +100 კგ. - საბა ინანეიშვილი.

გოგონები:

  • -70 კგ. - ნინო გულბანი
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, რომ ანტალიის გრანდ სლემამდე საქართველოს ნაკრები თბილისში, თბილისის გრანდ სლემზე წარსდგება. ტურნირი თბილისი არენაზე 22-24 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა