Playstation-ის გამო გვიან იძინებენ | სპალეტი იტალიის ნაკრების პრობლემაზე
Aa
Aa

Playstation-ის გამო გვიან იძინებენ | სპალეტი იტალიის ნაკრების პრობლემაზე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.

„სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრების ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ. არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა.

ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება ხდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“.

ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამშობლოში გმირად დაბრუნდა“ - ესპანური მედია თოფურიას ჩამოსვლაზე
„სამშობლოში გმირად დაბრუნდა“ - ესპანური მედია თოფურიას ჩამოსვლაზე