ნიკოლოზ ბეშიძე, ლუკა ღვინჯილია
Aa
Aa

ექვსი ბრინჯაო ანტალიის პრესტიჟულ ტურნირზე

20-წლამდე ასაკის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ტრადიციული საერთაშორისო შეჯიბრება წარმატებული გამოდგა. მართალია, ჩემპიონი არც ერთი სპორტსმენი არ გამხდარა, მაგრამ ექვსმა მათგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 შეჯიბრების ბოლო დღეს საპრიზო მესამე ადგილი ნიკოლოზ ბეშიძემ (65 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (86 კგ) დაიკავეს. რამდენიმე დღის წინ კი ბრინჯაოს პრიზიორები ლუკა ღვინჯილია (57 კგ), გოგა ოთინაშვილი (70 კგ), ოთარ დოხნაძე (79 კგ) და ნიკა ფანცულაია (97 კგ) გახდნენ.

 მოჭიდავეთა შორის ანტალიის საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი ყოველწლიურად იმართება და ის 20-წლამდე ასაკის სპორტსმენებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების 3 მედალი საერთაშორისო ტურნირზე
მოჭიდავეების 3 მედალი საერთაშორისო ტურნირზე