ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

პირველი შეხვედრა პოზიტიურია - ინტერი ლაუტაროს სარფიან წინადადებას სთავაზობს

მატეო მორეტოს ინფორმაციით, მილანის „ინტერი’’ მზადაა ლაუტარო მარტინესს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვით არგენტინელი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

ლაუტარო მარტინესის წარმომადგენელი ალეხანდრო კამანო მადრიდში „ინტერის’’ სპორტულ დირექტორს, პიერო აუსილიოს შეხვდა. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების პირველი შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. ლაუტაროს სურვილიც „ინტერში’’ დარჩენაა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმდებიან. მატეო მორეტო მოლაპარაკების ფინანსურ დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. 

2014 წელს მილანის „ინტერმა'' ლაუტარო არგენტინული „რასინგიდან'' 22,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. საერთო ჯამში იტალიურ კლუბში 274 მატჩი ჩაატარა და 128 გოლი შეაგდო. სერია A-ს სეზონის საუკეთესო ბომბარდირი არასდროს გამხდარა, თუმცა მიმდინარე სეზონში კარგი შანსი აქვს, 23 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ვლაჰოვიჩს 8 გოლით უსწრებს. მისი შედეგიანობიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ „ინტერი'' მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილს გამოხატავს.

ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები