ბარსელონა, ატლეტიკო, ჩავი ერნანდესი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვაჩინოთ“ - ჩავი ატლეტიკოსთან მატჩზე

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„ხვალინდელი მატჩი ისეთივეა, როგორიც ყველა დარჩენილი. ვიტყვი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! „ატლეტიკო“ სახლში განსაკუთრებით ძლიერი გუნდია. ამას გულშემატკივრების ფაქტორიც ემატება. რთული შეხვედრა იქნება და ორივე გუნდი 3 ქულისთვის ითამაშებს.

ეს არის მატჩი, რომელიც დიდი ფეხბურთელებისთვის არის შექმნილი. ფელიქსმა პირველი წრის შეხვედრა დიდებულად ჩაატარა და ხვალ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. სამი ქულის მოსაპოვებლად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვაჩინოთ.“

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში „ბარსელონა“ 61 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. „ატლეტიკო“ კი 55 ქულით მეოთხეზე.

აღსანიშნავია, რომ „როხიბლანკოზე“ 2 ქულით ნაკლები აქვს ბილბაოს „ატლეტიკს“ და მადრიდული კლუბის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბასკურ გუნდს ოთხეულში დაწინაურების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასევე გეტყვით, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეები პსჟ და „დორტმუნდი“ არიან. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩავის და სიმეონეს გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ლა ლიგის შეხვედრა კი 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი ევერტონში - საქმეში კაპიტანი ჩაერია
ჩხუბი ევერტონში - საქმეში კაპიტანი ჩაერია