დინამო წყალბურთი
Aa
Aa

ქართველი წყალბურთელები მსოფლიოს პრესტიჟულ ტურნირზე

„დინამო თბილისის“ აკადემიის 12 და 14-წლამდე გუნდი ხორვატიაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში მიიწვიეს. შეჯიბრება ქალაქ დუბროვნიკში 1-8 აპრილს გაიმართება.

 TOMO-ს წყალბურთის ტურნირი 2011 წლიდან ტარდება, სადაც პლანეტის წამყვანი კლუბები ასპარეზობენ. წლევანდელ შეჯიბრებაში 66 გუნდი გამოვა და ჯამში 226 მატჩი გაიმართება.

 „დინამო თბილისის“ ბავშვთა წყალბურთის აკადემია საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა 2011 წელს დააფუძნეს, რომლის მიზანიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოზარდებისთვის სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ვარჯიშების ჩატარებაა.

 შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ მთავარი კლუბი წყალბურთის ევროთასზე გამოდის და ხორვატიის „პრიმორიესთან“ საპასუხო შეხვედრას 23 მარტს, სპორტკომპლექს „ოლიმპიკის“ აუზზე გამართავს. პირველ შეხვედრაში მეტოქემ ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტი ევროთასზე - დინამო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
დებიუტი ევროთასზე - დინამო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა