პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე

პარასკევს, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდა. წილისყრის შედეგებს ორივე გუნდის თავკაცი გამოეხმაურა და პეპ გუარდიოლამ და კარლო ანჩელოტიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრეს.

„სხვა არჩევანი არ გვაქვს. როგორც ჩანს, ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე მესამე წელია ასე ხდება, რომ ტურნირის მეფეებს ვეთამაშებით. იმედი გვაქვს, რეალთან დაპირისპირებას კარგ ფორმაში შევხვდებით. წილისყრის შედეგებს ვერ გააკონტროლებ. თუ ხალხი ამბობს, რომ საქმე გაგვიმარტივდება, რადგან მეორე მატჩი საკუთარ კედლებში გვაქვს, ე.ი მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებენ“, - განაცხადა გუარდიოლამ.

„სიტი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და რთული შეხვედრები გველოდება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მარტივი მეტოქე არ არსებობს. ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა და ამისთვის, საუკეთესო მოწინააღმდეგეები უნდა დაამარცხო. სიტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რთული შეხვედრები გვექნება, მაგრამ თუ გინდა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასეთი გუნდები უნდა დაამარცხო“, - აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „სიტის“ პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება და 9 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენიმე მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდას ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს
რამდენიმე მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდას ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს