სერხიო რამოსი, პაუ კუბარსი
Aa
Aa

ყველაზე ახალგაზრდა მცველი - პაუ კუბარსს რამოსის რეკორდის მოხსნის კარგი შანსი აქვს

პაუ კუბარსს სერხიო რამოსის რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს. თუ ლუის დე ლა ფუენტე კუბარსს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს და ათამაშებს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახდება.

2005 წლის 26 მარტს სერხიო რამოსმა 18 წლისა და 361 დღის ასაკში ჩინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამ დებიუტით დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მცველია, ვისაც კი ოდესმე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. რამოსი კიდევ ერთ რეკორდს ფლობდა, ჩინეთთან ჩატარებული მატჩით ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, თუმცა 2006 წელს ცესკ ფაბრეგასმა ეს რეკორდი გააუმჯობესა.

პაუ კუბარსი 22 იანვარს 17 წლის გახდა, ამპლუით ცენტრალური მცველია, „ბარსელონას’’ მთავარ გუნდში 13 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ბარსელონა’’ – „ნაპოლის’’ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კუბარსი დასახელდა.

პაუ კუბარსი 2014-18 წლებში „ჟირონას'' აკადემიაში ირიცხებოდა, 2018 წელს ლა მასიაში გადავიდა, გასული წლიდან მოყოლებული „ბარსას'' პირველი გუნდის მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები