ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„შიმპანზე ხარ“ - ატლეტიკოს ქომაგების მორიგი შეურაცხყოფა ვინისიუსს

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ წყვილებს შორის ყველაზე დრამატული დაპირისპირება მადრიდში ვიხილეთ, სადაც „ატლეტიკომ“ „ინტერი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შეხვედრის დაწყებამდე მორიგი რასისტული შეძახილები გაისმა.

მატჩამდე „როხიბლანკოს“ ქომაგები ვინისიუსს უმღეროდნენ:

„ოლე-ოლე-ოლე, ვინისიუსი შიმპანზეა!“

„ვალენსიასა“ და „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებთან ვინისიუსს ყოველ წელს დაპირისპირება აქვს. ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ბრაზილიელი უეფას მოუწოდებს ხსენებული ქომაგები მკაცრად დასაჯოს.

„უეფა, ჩემპიონთა ლიგა - იმედია მათ დასჯაზე უკვე გიფიქრიათ. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ეს ხდება იმ მატჩებშიც კი, სადაც მე არ ვმონაწილეობ",

- წერს მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

ვინი და ატლეტიკოს ქომაგები: რა მოხდა სამეფო თასზე?

19 იანვარს ესპანეთის სამეფო თასზე „ატლეტიკომ“ „რეალს“ 4:2 მოუგო და გათამაშებიდან გამოთიშა.

„ატლეტიკოს“ ქომაგები მატჩის მსვლელობისას სკანდირებდნენ: „ვინისიუს, მაიმუნი ხარ!“

ვინისიუსს მატჩის მსვლელობისას კონფლიქტი ბურთის მომტან ბიჭთანაც მოუვიდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში აუტის მოწოდებისას ვინის ბურთი განზრახ გადაუგდო, რასაც ბრაზილიელის განრისხება მოჰყვა. მსაჯმა კი მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამ ინციდენტებს დასასრული არ უჩანს და როგორც ჩანს, ვინისიუსს ლა ლიგაში კონფლიქტები კიდევ ბევრჯერ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება