ბრაზილია, ალდირ გარსია
Aa
Aa

70 წელი ბრაზილიის ნაკრების საკულტო მაისურის დამზადებიდან

1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულად სრულიად სამართლიანად ითვლება - 74 წლის წინ სელესაო „მარაკანას“ ტრიბუნაზე მყოფი 173 850 გულშემატკივრის თვალწინ ურუგვაის ნაკრებთან 1-2 დამარცხდა.

ბრაზილიელებმა წაგება იმდენად განიცადეს, რომ ის თეთრი ფორმა, რომელიც ნაკრებს ამ შეხვედრაში ეცვა, ხმარებიდან ამოიღეს. ოთხი წლის შემდეგ კი ახალი ფორმის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდაა, რომლის გამარჯვებულიც იმ დროისთვის 19 წლის ურუგვაელი ალდირ გარსია გახდა.

მას შემდეგ გარსიას მიერ დამზადებული ყვითელი ფორმა ბრაზილიის ეროვნული გუნდის სავიზიტო ბარათი გახდა.

კონკურსში გამარჯვებისთვის ამ გადმოსახედიდან მან ძალიან უბრალო პრიზი მიიღო - საგზური რიო დე-ჟანეიროში, რომელიც მაშინ ბრაზილიის დედაქალაქი იყო.

ბუნებრივია მიღებული ჯილდოსთვის გარსიამ ქვეყნის მთავრობას უდიდესი მადლობა გადაუხადა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ განაცხადა, რომ ის ურუგვაის ნაკრების გულშემატკივარი იყო და ბრაზილიის ეროვნული გუნდი საერთოდ არ აინტერესებდა.

პრინციპში ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ის ურუგვაის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობდა. ალდირ გარსია 2018 წლის 16 ნოემბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეორე დღეს კი ლონდონში ბრაზილია ურუგვაის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები