ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„კვარა-ოსიმენთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - ფედელე ბარსა-ნაპოლის მატჩზე

ცნობილმა იტალიელმა მენეჯერმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ თამაშზე ისაუბრა.

რა თქვა ფედელემ:

„ბარსელონას“ წინააღმდეგ სასწაული დაგვჭირდება. ბოლო პერიოდში „ნაპოლი“ აშკარად გაუმჯობესდა როგორც სპორტული, ისე მენტალური თვალსაზრისით, მაგრამ გუნდი ბევრი პასებით თამაშობს და კვლავ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რომელიც ზედმეტადაც მეჩვენება. დაცვა კვლავ პრობლემურია და დიდ ზონებს ტოვებენ.

დიდი შანსია გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდეს. ვფიქრობ, „ნაპოლიმ“ სია უკვე შეადგინა - პოლიტანო, კვარა, რუი, ლობოტკა, რაჰმანი. ოსიმენი კი დამატებითი პენალტის შემთხვევაში გამოჩნდება. პენალტებში გამარჯვება საუკეთესოთა შორის ყველაზე ცუდი სცენარი იქნება.

ასე რომ, თუ წარმატებაზე იფიქრებ, მაშინ სუპეროპტიმისტი უნდა იყო. მაგრამ თუ კვარა და ოსიმენი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ნაპოლიმ“ შეცდომები თითქმის არ უნდა დაუშვას. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდს ჯერ კიდევ ბევრ ასპექტში აქვს თამაში გასაუმჯობესებელი. ციფრები გვეუბნება, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ თამაშები ეჭვს მაინც ტოვებს.

მაცარის წასვლის შემდეგ ვხედავ, რომ გუნდს სპორტული თვალსაზრისით მომატებული აქვს, მაგრამ ასევე, ვხედავ გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ შეცდომას უშვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა-ოსიმენის კავშირი მნიშვნელოვანი იქნება“ - ჩირო ფერარა ბარსა-ნაპოლიზე
„კვარა-ოსიმენის კავშირი მნიშვნელოვანი იქნება“ - ჩირო ფერარა ბარსა-ნაპოლიზე