ოქროს ბურთი, როდრი
Aa
Aa

როდრი: ფეხბურთისთვის კარგი სიგნალი იქნება, თუ ოქროს ბურთს ნახევარმცველი მოიგებს

როდრიმ ოქროს ბურთის მოგების სურვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყრდენი ნახევარმცველებისთვის ჯილდოს გადაცემა, ფეხბურთისთვის კარგი შეტყობინება იქნება.

- 2023 წლის ოქროს ბურთზე მეხუთე ადგილი დაიკავეთ (ლიონელ მესის, ერლინგ ჰოლანდის, კილიან მბაპეს და კევინ დე ბრუინის შემდეგ). ოცნებობთ ერთ დღეს ამ ჯილდოს მოგებაზე?

„ჩვენ ყველა ამაზე ვოცნებობთ. ეს იქნება წარმოუდგენელი მიღწევა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრმა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ვერ მიაღწია ამ წარმატებას.

მოხარული ვიქნები, ჩემნაირი დაცვითი სტილის ნახევარმცველი თუ მოიგებს, ეს ბევრს ნიშნავს გამარჯვებულისთვის, მაგრამ ასევე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ამ პოზიციაზე თამაში და იციან, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ აღიარება, ვიდრე უბრალოდ გოლები ან სანახაობრივი თამაში. ეს იქნება საინტერესო სიგნალი ფეხბურთისთვის.

მაგრამ მე უკვე ვტკბები ჩემი ადგილით. წარმოიდგინეთ: შემიძლია ვთქვა, რომ მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მსოფლიოში“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა.

ბოლო შემთხვევა, როდესაც ოქროს ბურთი ნახევარმცველმა მოიგო, 2018 წელი იყო, როცა საუკეთესოდ ლუკა მოდრიჩი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: ნაპოლისთან განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ბრძოლისთვის მზად ვართ
ჩავი: ნაპოლისთან განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ბრძოლისთვის მზად ვართ