ერლინგ ჰოლანდი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

ჰოლანდი ალექსანდერ-არნოლდს დაუპირისპირდა - ლივერპული-სიტის წინ სიტუაცია დაიძაბა

კვირას ინგლისის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია - „ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „ქალაქელებთან“ ქულათა სხვაობას ოთხამდე გაზრდის.

პრინციპული თამაშის წინ მერსისაიდელების მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა განაცხადა, რომ კლუბების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, „ლივერპულისთვის“ ტიტულების მოგება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „სიტისთვის“. „ლივერპულის“ 25 წლის მცველს მანჩესტერული კლუბიდან ერლინგ ჰოლანდმა უპასუხა

რა თქვა ჰოლანდმა

ის თუ ასე ფიქრობს, რა გაეწყობა. სიტიში ერთი წელია რაც ვთამაშობ და ერთ სეზონში სამი ტიტული უკვე მოვიგე. ეს საოცარი გრძნობაა, რომელიც ალექსანდერ-არნოლდს არ გამოუცდია და შეიძლება ვერც გამოსცადოს.

„ლივერპული” – „მანჩესტერ სიტის” შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 19:45 წუთზე დაიწყება. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის „ეტიჰად სთედიუმზე” გამართული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: მილანში გადასვლამდე რუმენიგეს ბაიერნში ტრანსფერზე შევუთანხმდი
კალაძე: მილანში გადასვლამდე რუმენიგეს ბაიერნში ტრანსფერზე შევუთანხმდი