ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილს შედევრამდე ცოტა დააკლდა - შტურმი ლილთან დამარცხდა

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალურ პირველ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ „ლილს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

კიტეიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და მეორე ტაიმში 66-ე წუთზე შეცვალეს. კიტემ მატჩში ორი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. პირველ ტაიმში ქუსლით ლამაზი პასი გააკეთა, რასაც საგოლე შეტევა მოჰყვა, თუმცა „შტურმმა“ გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში კი მარცხენა ფლანგიდან შესვლისას ბურთი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და ულამაზესი გოლი გაჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხარს მოხვდა.

რაც შეეხება მატჩს, „ლილის“ ლიდერმა ჯონათან დევიდმა დუბლი შეასრულა, შეხვედრას წერტილი ედონ ჟეგროვამ დაუსვა. ფრანგებმა ამ წყვილში ყველაფერი ნაადრევად გადაწყვიტეს.

განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: „ხვიჩა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“
კალაძე: „ხვიჩა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“