გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდმა“ „სუონსის“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 43-ე წუთზე კენ სემამ ტრავმა მიიღო და ჩაკვე მოედანზე მის ნაცვლად გამოჩნდა. ამ მომენტისთვის „უოტფორდი“ 0:1-ს აგებდა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური იყო, მომენტების შექმნას ცდილობდა, გუნდელებს შორის ყველაზე კრეატიულად სწორედ ის მოქმედებდა. 57-ე წუთზე მის ზუსტ კუთხურს გოლიც მოჰყვა.

ჩაკვემ აქტიურობა ამის შემდეგაც განაგრძო და 62-ე წუთზე ჩვეულ სტილში დრიბლინგის შემდეგ, გუნდელს მორიგ საგოლე პასს უკეთებდა, თუმცა შრომა არ დაუფასდა. 91-ე წუთზე გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა რთულ სიტუაციაში მეტოქემ დარტყმა დაუფარა.

ჩაკვეს ყველა მომენტი VS სუონსი

შეხვედრის შემდეგ, სრულიად დამსახურებულად ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. Whoscored-მა მას 8.0 შეფასება დაუწერა, Sofascore-მაც 8.0, ხოლო Flashscore-მა 8.1. ორივე გუნდის რიგებში მსგავსი შეფასება არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

36 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ 24-გუნდიან ჩემპიონატში 45 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. 9 მარტს ჩაკვეს გუნდი „ქოვენთრის“ (19:00) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე