ჩაბი ალონსო
Aa
Aa

პირველი ნაბიჯი გადადგეს და თანამშრომლობა განიხილეს | ბაიერნი ალონსოს დაუკავშირდა

მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელიც ტომას ტუხელის წასვლის შემდეგ, გუნდს ჩაიბარებს. „რეკორდმაისტერის“ ნომერ პირველი სამიზნე „ლევერკუზენის“ თავკაცი, ჩაბი ალონსოა და Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტი შედგა.

ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს და მიუნხენელებმა ესპანელი სპეციალისტისგან პოზიტიური სიგნალები მიიღეს. ალონსოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არჩევანს სეზონის ბოლოს გააკეთებს.

„ბაიერნში“ ოპტიმისტური განწყობაა, მაგრამ მიუნხენელები ხვდებიან, რომ ალონსოს სანაცვლოდ თანხის გადახდა მოუწევთ. Sky Sport Deutschland-ის მიხედვით, საუბარი 15-25 მილიონ ევროზე იქნება და ზუსტ თანხას განაპირობებს ის ფაქტი, „ლევერკუზენი“ ჩემპიონი გახდება თუ არა.

ცნობისთვის, ალონსოს „ფარმაცევტებთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და „ბაიერნს“ სურს, მას მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე სეზონის შემდეგ ჩააბაროს. „რეკორდმაისტერს“ კონკურენციას „ლივერპული“ უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადადეთ ნაპოლი - ატალანტა | დე ლაურენტისის მოთხოვნა გრავინას
გადადეთ ნაპოლი - ატალანტა | დე ლაურენტისის მოთხოვნა გრავინას