რეალი, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ბარახა: “გიორგიმ 2:2 აგვარიდა, მაგრამ..“

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „ღამურები“ აშკარა 2 გოლს გადაარჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ბარახამ:

„დიახაბის ტრავმა ამ ღამის ყველაზე ცუდი ამბავია. იმედი ვიქონიოთ, რომ ის იმაზე მალე დაბრუნდება, ვიდრე ამის წინაპირობა არსებობს. ვინისიუსს ყურადღებას არ ვაქცევდი და არც იმას ვაქცევ ყურადღებას, თუ როგორ ვესაუბრეთ მსაჯს.

მსაჯმა მატჩი იქამდე დაამთავრა, სანამ ბრაჰიმი ბურთს ჩააწვდიდა. თავისუფლად შეგვეძლო, რომ ანგარიში 3:1 ყოფილიყო. მანამდე მამარდაშვილმა 2:2-ისგან გადაგვარჩინა. საბოლოო ჯამში დიდებული თამაში მივიღეთ, მაგრამ მოგება შეგვეძლო.“

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.

ჰუდ ბელინგემმა „სამეფო კლუბი“ დააწინაურა, რა დროსაც მანსანომ მატჩი დაასრულა და „რეალს“ გოლი არ ჩაუთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება