მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელს ბაიერნში ერთი მატჩი დარჩა? - შესაძლოა სეზონის დასრულებამდე გაუშვან

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნს“ ტომას ტუხელი დატოვებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე ტურში, „რეკორდმაისტერმა“ „ფრაიბურგს“ ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და როგორც ჩანს, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.

Sky Germany-ს ინფორმაციით, შესაძლოა ტომასი სეზონის დასრულებამდე გაათავისუფლონ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს დააფიქსირებს „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციოს“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამართული შეხვედრა რომაულმა კლუბმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.

რაც შეეხება ბუნდესლიგას, „ბაიერნმა“ ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. „ფრაიბურგთან“ 2:2-ის შემდეგ, არის მაღალი ალბათობა, რომ ლევერკუზენმა „რეკორდმაისტერს“ 10 ქულით გაასწროს. ამისთვის კი საჭიროა, რომ ალონსოს გუნდმა სტუმრად „კიოლნი“ დაამარცხოს.

გარდა ამ შედეგებისა, მიუნხენურ გუნდში კიდევ ერთი არასასიამოვნო სიტუაციაა. აქტიურად ჩნდება ცნობები, რომ ალფონსო დევისი მადრიდის „რეალში“ გადავა. კანადელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, ხოლო გახანგრძლივებისთვის დევისი წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ბაიერნისთვის“ მიუღებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის დავუყენებ კვარაცხელიას?“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ
„ვის დავუყენებ კვარაცხელიას?“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ