გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ | როგორია ჩელსის წინადადება

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება. ბოლო პერიოდში, „ღამურების“ გოლკიპერს ყველაზე ხშირად „ჩელსის“ უკავშირებენ და „არისტოკრატების“ ინტერესზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემის, Fichajes-ის მიხედვით, „ვალენსიას“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს. „ლურჯები“ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და სურთ, გარიგებაში კეპა არისაბალაგა ჩართონ, რომელიც იჯარის წესით, „რეალში“ თამაშობს.

Fichajes-ის ცნობით, ცნობით, „ჩელსის“ წინადადება 20-მილიონიანი იქნება, რასაც კეპას სატრანსფერო უფლებების დათმობა დაემატება. „ღამურები“ მამარდაშვილის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და მათ სიაში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები იქნებიან. ასე რომ, დიდი შანსია, „ვალენსიამ“ „ჩელსის“ ეს წინადადება დაბლოკოს.

ცნობისთვის, ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილს მონაწილეობა 25 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენთან და კვარასთან ერთად შეუძლებელი არაფერია“ | დი კანიო ნაპოლიზე
„ოსიმენთან და კვარასთან ერთად შეუძლებელი არაფერია“ | დი კანიო ნაპოლიზე